სოფლის მეურნეობა
ექსპორტირებული ღვინის ფასი და რაოდენობა გაიზარდა
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25 582 447), უკრაინა (3 752 488), ჩინეთი (3 554 127), პოლონეთი (1 821 802) და ყაზახეთი (1 656 318).

ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 7 304 286 ბოთლი, “მუკუზანი“ – 2 328 699, „წინანდალი“ - 1 829 563, ახაშენი - 750 244, „ხვანჭკარა“ – 480 890.

| Print |