სოფლის მეურნეობა
ნინოწმინდაში მგელმა ადგილობრივი ფერმერის ცხვრები დაგლიჯა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალაში, სარქის ანანიკიანის ფარაში მგელი შევარდა. ნადირმა ფერმერს ერთი ცხვარი დაუგლიჯა, ხუთი კი დაკბინა. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.

მეპატრონის თქმით, მგელი ფარაში ღამით, ფანჯრიდან შეიპარა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შინაურ ცხოველს თავს მგელი ესხმის. ოთხი დღის წინ, ამავე სოფელში ნადირმა კიდევ ერთი ადგილობრივის ცხვრები დაგლიჯა.

| Print |