სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ფერმერებს ბიო ყველის წარმოებას ასწავლიან (ვიდეო)
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის 15-მდე დაინტერესებული პირი, ჰასპის სტანდარტებს და შვიდი სახეობის ყველის, ასევე ბიო ყველის მომზადების ტექნოლოგიას სწავლობს. ტრენინგს კოოპერატივების, საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და პროვაიდერები ესწრებიან.

რძის პროდუქტების წარმოებაზე ტრენინგების კურსი ორ აგვისტოს დაიწყო. სემინარს ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებიან. ტრენინგი 10 აგვისტოს დასრულდება.

პროქეტი “ექსტენციის მოდერნიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით დაიწყო.

პროექტს კავშირი „სამყარო“, გაეროს განვიტარების პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ახორციელებს.

| Print |