სოფლის მეურნეობა
ხორცის დეფიციტის შესამცირებლად, მთავრობა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვის დაწესებას აპირებს

 

მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან 140 კილოგრამზე ნაკლები მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, აღნიშნულმა შეზღუდვამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორცის დეფიციტი არ შეიქმნას, ფიქრობენ, საქონლის ექსპორტზე მორიგი შეზღუდვა დააწესონ და წონის პარამეტრი აწიონ.

„ბოლო 5 წლის მანძილზე ნახევარი მილიონი პირუქტყვი გავიდა ექსპორტზე. ექსპორტის თვალსაზრისით, ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ამან მეორეს მხრივ შექმნა გარკვეული დეფიციტი, როცა დაბალი შეხორცების პროდუქცია ადგილზე ნაკლები რჩება.

ჩვენ გასულ წელს გარკვეული შეზღუდვები შემოვიღეთ. ჩვენს მიერ წარდგენილი იყო უფრო მაღალი პარამეტრი, მაღალი წონის შეზღუდვაზე, მერე უფრო დაბალზე შევჯერდით, ამან თავისი ეფექტი გამოიღო, თუმცა უფრო სწრაფი ეფექტისთვის ვფიქრობთ, კიდევ საჭიროა დამატებითი რეგულაციების შემოღება.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ რეგულაციებს ეყრდნობა. 300 კილო არის ზღვარი იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ შემოგვყავს იმპორტირებული საქონელი. ჩვენთან 140 კილო იყო და მის გაზრდაზე ახლა ვმსჯელობთ“,
- აცხადებს გელა ხანიშვილი.
| Print |