სოფლის მეურნეობა
რა შემთხვევაშია საზამთრო მარგებელი (ვიდეო)
საზამთროს რბილობი ძირითადად ვარდისფერია, თუმცა სელექციონერების მიერ გამოყვანილ საზამთროს ხშირად წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელი შიგთავსი აქვს.

საზამთროს ისტორია ჩვენს წელთაღრიცვხამდე XX საუკუნეში იწყება. ძველი აფრიკული ტომების ჩანაწერებში, აღმოჩენილია ნაწერები, სადაც ეს ხილია ნახსენები. ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს საზამთრო. ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ მიცვალებულს იმ ქვეყნად წასვლისას საგზალად აუცილებლად უნდა წაეღო საზამთრო.

საბედნიეროდ, ამ გემრიელი ნაყოფის პირდაპირი უკუჩვენებები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. მაგრამ ექიმები მაინც გვირჩევენ ზომიერება შევინარჩუნოთ და არ მივირთვათ დღეში 2 კილოგრამზე მეტი. ხოლო მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი ან მწვავე გლომერულონეფრიტი აწუხებთ, საზამთროს დღიური ნორმა სასურველია იყოს არაუმეტეს 200 - 300 გრამი.

თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ საზამთრო დიდი რაოდენობით ნიტრატებს შთანთქავს. მისი დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ასევე ჭარბი რაოდენობით მიღება ეკრძალებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რადგან საზამთრო შაქარს შეიცავს. თირკმელებში კენჭის არსებობის შემთხვევაშიც, მოერიდეთ მის მიღებას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზამთროს შარდმდენი თვისებები აქვს, რამაც შესაძლოა კენჭი დაძრას.


საზამთროს დიეტა:

საზამთრო დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ჭამის სურვილს გიქრობთ. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ხანს გასტანს და შემდეგ ისევ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა. ამიტომ, ნუ იქნებით მხოლოდ საზამთროს დიეტაზე. უბრალოდ ჩართეთ ის თქვენს კვების რაციონში, როგორც წონაში კლებისთვის დამხმარე პროდუქტი.

| Print |