სოფლის მეურნეობა
შეცვლილი პრიორიტეტები საძელში
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში ამბულატორიის მშენებლობაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს" – ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის მერია ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობის აშენება და ეზოს კეთილმოწყობა.

სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 104 400 ლარი იხარჯება.

ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შიდა გზები მოწესრიგდება.

მიგრაცია, უმუშევრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია – ეს ის პრობლემებია, რის მოგვარებასაც საძელში www.tv9news.ge –სთან დაახლოებით ორი თვის წინ ითხოვდნენ. გარდა ამისა, ადგილობრივების პასუხად, მერია ამბობდა, რომ: „მოსახლეობამ თავად აირჩია შიდა გზების პრობლემის მოგვარება. წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება, ამიტომ ამასთან დაკავშირებით სამუშაოები არ იგეგმება“.

სოფელ საძელის მოსახლეობის პრობლემები და მოსაზრებები ნახეთ, www.tv9news.ge - ს მიერ მომზადებულ მასალაში:

"ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ და სამუშაოდ რუსეთში მიდიან" - საძელში მოსახლეობა მცირდება


| Print |