სოფლის მეურნეობა
ხაკში გარე განათება გაკეთდება
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე განათება ეწყობა. პროექტი სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა" – წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ ხაკში გარე განათების სისტემის მოწყობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 9 409 ლარი მოხმარდა. პროექტი სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა.
მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი ყოველწლიურად უფროდაუფრო იცლება. გარე განათების სისტემის გარდა:
„სოფელში არ არის გზა, მაღაზია, სკოლა, საბავშვო ბაღი - პრობლემების მეტი არაფერია. ორი ტბა გვაქვს სოფლის თავზე, მაგრამ სარწყავად არ გვყოფნის, ზამთარი მკაცრია, დიდი თოვლი მოდის და შეშის პრობლემაც გვექმნება, რადგან გაზი არ გვაქვს. ხალხი რუსეთში გაიქცა“, - გვიყვება სეროჟ პეტროსიანი და თან ქალაქში წასასვლელად ემზადება. იმის გამო, რომ სოფელში მაღაზია არ არის, სურსათის შეძენა ახალციხეში უწევს.
უფრო მეტი, ნახეთ მასალაში:
რუსეთში მუშაობისთვის დათმობილი საქართველოს მოქალაქეობა
გააზიარეთ :