სოფლის მეურნეობა
ჭობარეთში მგელმა ცხვარი დაგლიჯა (ვიდეო)
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, 29 დეკემბერს, მგელმა ერთი ცხვარი დაგლიჯა.

სოფლის მკვიდრის ნოდარ ინასარიძის განცხადებით, ნადირი ფარაში მაშინ ჩავარდა, როცა ცხვარი საძოვრიდან სოფელში მიჰყავდა.

მწყემსის თქმით, ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის, თუმცა მისთვის წელს პირველი შემთხვევაა. 


| Print |