სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ფერმერებს - შეხვედრა ახალციხეში (ვიდეო)

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ახალციხეში წარადგინეს და 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და სოფელში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მესხეთის თეატრში გაიმართა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და კოოპერატივების მხარდაჭერაა. მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მევენახეობის დარგში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარების მიზნით, სააგენტო სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს.

სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, გაზაფხულიდან მესხ ფერმერებთან შეხვედრები დაიწყება, რომლის მიზანიც პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციების გაწევა იქნება.

 


| Print |