სოფლის მეურნეობა
ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 

დღეს, ცხრა მარტს, ახალციხის ფერმერთა საინფორმაცო საკონულტაციო ცენტრის ბაზაზე, ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობას სურსათის უვნებლობის სამსახურის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების და პესტიციდების შემომტანი კომპანიების წარმომადგენლები და ის ფერმერები იღებდნენ, რომლებიც ამ კულტურებს აწარმოებენ.

შეხვედრაზე პესტიციდების მოხმარების საკითხი განიხილეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „აგროსერვისმა“ გამართა. დღესვე, CNFA და ა(ა)იპ „აგროსერვისს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის პროგრამა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კულტურაზე: სუფრის ყურძენზე, კენკრაზე, მანდარინზე, კაკლოვანი კულტურებზე – კაკალზე, ნუშზე, ფსტაზე, ბოსტნეულის კულტურებზე და სხვა.

| Print |