სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 ნოემბერი საქართველოში
ფერმერის დღედ დაწესდა. აღნიშნული თარიღი წელს პირველად აღინიშნა.
ოთარ დანელიამ აგარარული დარგის განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივები და ფერმერები დააჯილდოვა. მათ შორის არიან
წარმატებული ფერმერები სამცხე–ჯავახეთიდანაც.
სამინისტროს ჯილდო გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ ნანი დათაშვილს, რომელიც ვაიოსველის მთებში პარმეზანის ტიპის ყველს „ხიზაბავრულ ბატისტას“ აწარმოებს. ყველი იტალიური ტექნოლოგიითა და ქართული რეცეპტით მზადდება. ფერმერი, ასევე აწარმოებს ქართულ ყველს, მაწონსა და ხაჭოს.
ოთარ დანელიამ დააჯილდოვა, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მკვიდრი მკრტიჩ მოვსესიანი, რომელიც ფერმერულ მეურნეობას 30 წელია მისდევს. მან პირველმა დაიწყო ახალი სათესლე კარტოფილის გამოცდა. იგი სხვადასხვა კულტურისგან ყოველწლიურად მაღალ მოსავალს იღებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 ნოემბერს საქართველოს მაშტაბით, წარმატებული ფერმერები მედლებითა და სიგელებით ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან.