სოფლის მეურნეობა
ფერმერები სპეციალისტების კონსულტაციებს დისტანციურად მიიღებენ - ახალციხის ბაზარში აგროპედია გაიხსნა

 

ახალციხის ცენტარლურ აგრარულ ბაზარში აგროპედია გაიხსნა. დანადგარი სამცხე-ჯავახეთში ფერმერების ინფორმირებას უზრუნველყოფს. ფერმერებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ადგილზე, მონიტორის მეშვეობით ან დისტანციურად მიიღონ.

აგროპედიაში კულტურების მოვლა-მოყვანიდან დაწყებული, ყველა სახის სახელმწიფო პროგრამის შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი. მათ შორის დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტები.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, აგროპედიის ბროშურები და გაზეთები დღეს ბაზარში, ფერმერებს დაურიგეს. მათი ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებშიშექმნილი აგროპედია, ფერმერებს სხვადასხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოიპოვებასა და გამოიყენებაში დაეხმარება.

 


| Print |