სოფლის მეურნეობა
ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა მეკარტოფილეობაში - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა სოფლის მეურნეობის საკითხებში - თემაზე კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა, ახალციხეში, შეხვედრა გამართა. პროგრამა სამწლიანია და ორ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.

შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, პროექტის სპეციფიკური მიზანია მეკარტოფილეობის დარგში ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გამოიკვეთოს. როგორ უნდა მოხდეს ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა მეკარტოფილეობაში - შეხვედრაზე კითხვები ძირითადად ამ მიმართულებით დაისვა.

,,ტრენინგი მიზნად ისახავს გენდერის საკითხების განხილვას. ამიტომ ჯერ ცალ-ცალკე ტარდება მამაკაცებთან და ქალბატონებთან, ხოლო შემდეგ გაიმართება ორივეს ჩართულობით - როგორც შერეულ, ისე ინდივიდუალურ ჯგუფებში. მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გაიმართა მარნეულსა და ახალქალაქში’’ - განუცხადა ,,მეცხრე არხს“ გენდერის სპეციალისტმა და პროექტის კონსულტანტმა ინა ჟირარმა.


შეხვედრა 17 სექტემბერს USAID აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.

| Print |