სოფლის მეურნეობა
20 ნოემბერი ქართველი ფერმერის დღეა
საქართველოში 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნება. ეს დღე 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას ინიციატივით დაწესდა.

პანდემიამდე ფერმერთა ასოციაცია 20 ნოემბერს სხვადასხვა ღონისძიებით ხვდებოდა, თუმცა წელს ასოციაციამ ეს დღე ფერმერებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.

"ჩვენო ფერმერებო, გილოცავთ ფერმერის დღეს! გისურვებთ მხნეობას, გამძლეობას, წინსვლას, წარმატებას და რაც მთავარია მშვიდობას!

იმედს ვიტოვებთ,რომ 2021 წელს უფრო დიდი და მაშტაბური ღონისძიება გვექნება"
- ნათქვამია ასოციაციის მისალოც ტექსტში.

ცნობისთვის, ნიდერლანდების მოსახლეობა 17,5 მილიონია და იქ სოფლის მეურნეობაში 660,000 ადამიანია დასაქმებული. ამდენივე ითვლება საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მლნ.-ს შეადგენს. ნიდერლანდები კი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიით 270-ჯერ ჩამორჩება, მსოფლიოს აგრარულ წარმოებაში მეორე ქვეყნის ადგილს ინარჩუნებს.
| Print |