სოფლის ამბები
„გასავალი დიდია, თუმცა ჩვენს პროდუქციას ფასი ისევ არ აქვს“, - დიდი ხანჩალის მაცხოვრებლები
სოფელი დიდი ხანჩალი, რომელიც ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად, მესაქონლეობითა და მეკარტოფილეობით არის დაკავებული. სოფელი ზღვის დონიდან 1 940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ენის ბარიერი, პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ამორტიზებული გზა, უმუშევრობა - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც დიდი ხანჩალის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

მაშინ, როდესაც რეგიონში გზის რეაბილტაციისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, დიდ ხანჩალში შიდა გზა ისევ მოუწესრიგებელია. ადგილობრივების თქმით, პროექტი, რომელიც ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, 2020 წელს დაიწყო და მაგრამ სამუშაოები მალევე შეწყდა.

როგორც გვითხრეს გზის შეკეთების სამუშაოებს გაზაფხულზე განაახლებენ, თუმცა ზუსტად არ ვიცით“, - ამბობს სერიოჟა ფლიკიანი.

დიდი ხანჩალის მოსახლეობა უმთავრეს პრობლემად მესაქონლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას ასახელებს. ადგილობრივების თქმით, გლეხის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მათ პროდუქტს საკმაოდ დაბალი ფასი აქვს.

„სასუქების, სათესლე კარტოფილის შეძენა თუ სხვა დანახარჯი ძალიან დიდია. ამოიღებ კარტოფილს და მას ფასი არ აქვს, ამით ხალხმა თავი როგორ უნდა ირჩინოს? “ - ამბობს გიორგი ვართაპეტანი.

ჯავახეთის სხვა დანარჩენი სოფლების მსგავსად, დიდი ხანჩალის მოსახლეობის უმეტესობაც მეზობელ სახელმწიფოში, სეზონურ სამუშაოებზე დადიოდა. მათი შემოსავლის დიდი ნაწილს სწორედ ამგვარად გამომუშავებული თანხა წარმოადგენდა.

„უკვე მეორე წელია რუსეთში ვერ მივდივართ და სრულიად უშემოსავლოდ დავრჩით. ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი სახლში მყავს, აქაც სამუშაო არ არის, რომ ვიმუშავო და ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, - ამბობს არამაის არზუმიანი.

ქართულ ენას ადგილობრივების მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს, უმეტესობისთვის ენის ბარიერი და მისი შესწავლის საკითხი დღემდე შემაფერხებელია, რაც ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობებისთის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ჟვანიას სკოლა არის, მასწავლებლები ჩამოდიან და ასწავლიან, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს იქ მისვლას და სწავლას“, - ამბობს გიორგი ვართაპეტიანი.

დიდი ხანჩალის პრობლემები ცნობილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობისთვის. მერის მოადგილის არტავაზდ ტონოიანის თქმით, 2021 წლისთვის მერია ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც დიდი ხანჩალიდან სოფელ კათნატუმდე მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

„პროექტებისთვის ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, ვნახოთ რა იქნება, ვინ გაიმარჯვებს და იმის მიხედვით თანხასაც განვსაზღვრავთ. ჩვენ ოფიციალურად 18 იანვრიდან, რომ გამოვალთ ამ საკითხზე მუშაობას შევუდგებით“, - ამბობს არტავაზდ ტონოიანი.

ვიცე მერი „მეცრე არხთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ საზღვრების ჩაკეტვა და პანდემია გლობალური პრობლემაა და საკითხის მოგვარება მის კომპეტენციაში არ შედის. არტავაზდ ტონოიანის თქმით, საზღვრების გახსნამდე, ის ვინც სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში ვერ დადის, შეუძლია თავი სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩინოს.

2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დიდ ხანჩალში 1 605 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი მათი რაოდენობა 1 233-მდე შემცირდა. სოფლის მოსახლეობის 99,8 % ეთნიკური სომეხია.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 0 °C
img
ახალქალაქი -5 °C
img
ასპინძა -3 °C
img
ადიგენი 9 °C
img
ბორჯომი -1 °C
img
თბილისი -1 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -4 °C
img
ნინოწმინდა -5 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0228
RUB
RUB
100
4.4121
TRY
TRY
1
0.4465
USD
USD
1
3.3044
AMD
AMD
1000
6.3699
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.