სოფლის მეურნეობა
აგრობარათების გაცემის ვადა იწურება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, აგრობარათების გაცემის ვადა იწურება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგროქულების დარიცხვა 20 თებერვალს დასრულდება.

„იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ. აგრობარათის მისაღებად, ლიბერთი ბანკის ფილიალში ვიზიტამდე, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე www.myliberty.ge“, - წერია სააგანტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია. 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს. ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 246 000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ. ლარს აჭარბებს.
| Print |