სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცხრა რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა. შეხვედრას იმ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სადაც აგრარული მიმართულებით სწავლება ხორციელდება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების მიზნით, სამმართველოებმა და სასწავლებლებმა, ერთმანეთთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა.

შეხვედრას იმ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სადაც აგრარული მიმართულებით სწავლება ხორციელდება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების მიზნით, სამმართველოებმა და სასწავლებლებმა, ერთმანეთთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ. შეხვედრის ორგანიზატორთა განმარტებით, სამომავლოდ მობილურ ფერმერთა ჯგუფები, ჩამოყალიბდება, რომლებშიც კვალიფიციური სპეციალისტები გაწევრიანდებიან. სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის დარგში უნარების განვითარება წარმოადგენს. ახლო მომავალში, სამცხე–ჯავახეთში, ნიადაგის კვლევის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, სპეციალისტებისათვის ტრენინგები ჩატარდება. ხოლო, დარგობრივი სპეციალისტებისა და კოლეჯებისათვის საკითხთან დაკაშირებით, კონკურსი გაიმართება.


| Print |