სოფლის მეურნეობა
ჯავახეთში ყინვისგან საქონელი დაეხოცათ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობამ ადგილობრივების ცხვარ-ძროხა დახოცა. სააგენტო nor.ge-ს ინფორმაციით, სოფელ ეშტიაში 40 ცხვარი და ორი ძროხა სიცივისგან დაიღუპა. 

ამის გარდა, 9 მაისს, სეტყვამ და თოვლმა სოფლის მეურნეობასაც დიდი ზიანი მიაყენა. 

"ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მოსახლეობას, დააზღვიონ როგორც ცხოველები, ისე მიწა, რომ ასეთ შემთხვევებში მათ სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება მიიღონ", - ამბობს ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი ეშტიას თემში ეგორ კოტოიანი. 

ჯავახეთის გარდა, ცხრა მაისს მოთოვა ბაკურიანშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყინვაა მოსალოდნელი 10 მაისსაც.
| Print |