სოფლის მეურნეობა
საქართველოში ხილ-ბოსტნეულის შემოწმებისას 16 დარღვევა გამოვლინდა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფებმა ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის 100 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 16 დარღვევა გამოვლინდა, ძირითადად ჭარხლის ნიმუშებში. 

"გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - რეალიზაციის აკრძალვა, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა და გამოთხოვა. დარღვევები არ აღინიშნა უკვე გამოკვლეულ ბაღჩეულ კულტურებში - საზამთროსა და ნესვში.დარღვევები შემცირებულია, თუმცა აღინიშნება ცალკეული შეუსაბამობები და სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ აგრძელებენ სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობის კვლევას. 
| Print |