სოფლის მეურნეობა
ფერმერებზე საძოვრების იჯარით გაცემა იწყება
საქართველოში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის ექვსი ოქტომბრის #497 დადგენილების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, საძოვრის მიღება სამწლიანი იჯარით შეუძლია.

საწყისი სააუქციონო ფასი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით შეადგენს 15 ლარს. ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ, 1 ჰექტარი, წვრილფეხა რქოსან პირუტყვზე კი - მინიმუმ, 0.2 ჰა ფართობი.

პროგრამის დეტალები სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების მერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააცნო. მისი თქმით, პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობაა.

| Print |