რა გზით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა საქართველოში, როგორ უძღვებიან განვითარებულ ქვეყნებში ფერმერულ მეურნეობებს და რა სიახლეების დანერგვა შეიძლება საქართველოში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ახალციხეში იმსჯელეს.ლექცია–სემინარი პროექტის – “ძლიერი სოფელი–ძლიერი სახელმწიფოს“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთვარობო ორგანიზაციები, ფერმერები, სოფლის რწმუნებულები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ლექციის მიმდინარეობისას ევროპის ქვეყნებში არსებული ფერმერული მეურნეობების შესახებ მომზადებული ფილმი აჩვენეს.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოში უცხოური მაგალითების დანერგვაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრეს. ლექცია–სემინარი ახალციხის დემოკრატიულ ცენტრში ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო. პროგრამას – „ძლიერი სოფელი–ძლიერი სახელმწიფო“ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.