სოფლის მეურნეობა
ახალციხეში კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სამცხე-ჯავახეთში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის კომბინირებული საკვების გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო.

საწარმო რვა სახეობის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. მისი დირექტორის თქმით, ნაწარმის უპირატესობა დაბალი ფასი, წველადობის გაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობაა. რეგიონში წარმოებული კომბინირებული საკვების რეალიზაცია, საქართველოს მასშტაბით ხდება.

,,პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მავნე მინარევებს და ნივთიერებებს. იგივე შედეგი აქვს, თუმცა ფასი ბევრად ნაკლებია. ვფიქრობთ, რომ ნედლეული ჩვენ მოვიყვანოთ და ადგილობრივი პროდუქტით შევიდეთ ბაზარზე" - აცხადებს საწარმოს დირექტორი გოჩა პარუნაშვილი.


| Print |