სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა. აღნიშნული პოსტი ზაზა ხუცხიშვილის ნაცვლად ნანა ზუბაშვილმა დაიკავა. იგი საკუთარი უფლება მოვალეობის შესრულებას 20 აპრილიდან ოფიციალურად შეუდგა. როგორ რეგიონული სამმრთველოს ახალი უფროსი ამბობს, აღნიშნულ თანამდებობაზე იგი კონკურსის წესით დაინიშნა, რისთვისაც რამდენიმე ეტაპი გაიარა.
ნანა ზუბაშვილის თქმით, საჭირო დოკუმენტაციის შევსებისა და
გადარჩევის შემდეგ, გასაუბრებაზე გასვლა ორჯერ მოუწია. პირველად
დაახლოებით 15 კაციანი კომისიის წინაშე, ხოლო მეორედ იგი საკუთრი
საქმიანობის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრს ესაუბრა.
ნანა ზუბაშვილმა, აგრარული კუთხით გამოცდილება არასამთავრობო სექტორში
არაერთწლიანი მუშობის შედეგად დააგროვა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე,
უპირატესობა, სახელმწიფო სამსახურს მიანიჭა და მესამე სექტორი
დატოვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული
სამმართველოს უფროსი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით,
პირველ რიგში, აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრა, რადგან
სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისათვის
ხელმისაწვდომი იყოს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აპრილის თვიდან სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ზაზა ხუციშვილი
ხელმძღვანელობდა.