რეგიონებში, მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობისათვის, სახელმწიფო თანხას გაიღებს. პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ–ერთ კომპონენტის ფარგლებში მცირე ბიზნესის გავითარებისათვის ბენეფიციარი 5000 ლარით დაფინანსდება. პროგრამის პრეზენტაცია დღეს ახალციხეში გაიმართა.
რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს, რომლებასც საკუთარი მიკრო ან მცირე ბიზნესი წამოწყება ანდა უკვე არსებულის გაფართოება სურთ, სახელმწიფო გარკვეული თანხით დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს ახალციხეში სამთავრობო პროგრამის, სახელწოდებით ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია მოეწყო. ადიგენში, ასპინძასა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქმედმა მცირე მეწარმეებმა პროგრამის მიმიდნარეობის შესახებ ინფრომაცია მიიღეს და მასში ჩართვისათვის საჭირო პირობებს გაეცნენ.
საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმის მიერ შედგენილი ბიზნესგეგმა სააგენტომ დაამტკიცა, სახელმწიფო აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსებას გასცემს. ერთი მეწარმე სახელმწიფოსგან 5000 ლარს მიიღებს, ორი ბიზნესმენის მიერ შემდგარი ამხანაგობა 10 000 ლარს, ხოლო გაერთიანებული სამი მეწარმე 15 000 ლარით დაფინანსდება. სამივე შემთხვევაში თანამონაწილეობა 20 %–იანია.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ბენეფიციართა შერჩევა გარკვეული კრიტერიუმებით მოხდება. შეფასდება მეწარმის მიერ გაწერილი ბიზნესის განვითარების ხედვა და გეგმა, ბიზნესიდეის კონკურენტუნარიანობა და მისი ორიენტირებულობა შემოსავლების ზრდაზე.
პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ პრემიერ–მინისტრის ინიციატრივით შეიქმნა. მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი მისი ერთ–ერთი კომპონენტია. მის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეებს სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების შევსება 5 მაისამდე შეეძლებათ. ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემდეგ მათი დაფინანსება სექტემბრის თვიდან დაიწყება. აღნიშნული პროექტი 700–დან 800–მდე ბენეფიციარზეა გათვალილი, თითოეულ მათგანს 5 000 ლარის ოდენობით დაუბეგრავი თანხის მიღება შეუძლია.