სოფლის მეურნეობა
რა თანხას მიიღებენ ფერმერები მიწის დასამუშავებლად?
დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით.

სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრო ბარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ დახმარებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს საქართველოში. „პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 95 მილიონ ლარს და ვფიქრობ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე“,
– აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 20 მილიონი ლარის სესხებია გაცემული.
| Print |