სოფლის მეურნეობა
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები ესწრებოდნენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის წევრებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი დამისამართების საკითხებსაც შეეხო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, სოფლებისა და დაბების 70% დამისამართების გარეშეა. რეფორმის ფარგლებში, დაზუსტდება მუნიციპალიტეტის საზღვრებიც.

შეხვედრის ბოლოს, სააგენტოს წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს და იმ ხარვეზებზე ესაუბრნენ, რასაც მოქალაქეები მიწის რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს.
| Print |