სოფლის მეურნეობა
გვაფრთხილებენ, რომ ტკიპა ხელთათმანის გარეშე არ მოვაცილოთ - ყირიმ-კონგოს შემთხვევები ასპინძაში

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს შემთხვევები გამოვლინდა. მძიმე ვირუსული ინფექცია სამ პირს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამივე მათგანს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა. ისინი მკურნალობის კურსს თბილისში გადიან. ასპინძის მუნიციპალიტეტი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ყირიმ-კონგოს კერად ითვლება, ვირუსი აქ ყოველწლიურად ფიქსირდება და ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალურად სრულდება. რას აკეთებს სახელმწიფო მძიმე ვირუსისგან მოსახლეობის დასაცავად - ნახეთ სიუჟეტი ასპინძიდან.
| Print |