ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლები გურკელი და წინუბანი დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ხეხილი და ნარგავები.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სეტყვამ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ეს ორი სოფელი დააზიანა. სტიქიას სოფლებისთვის ინფრასტრუქტურული ზიანი არ მიუყენებია.
სეტყვა სოფლებში დაახლოებით, 17:00 საათზე მოვიდა.