სოფლის მეურნეობა
რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ?
როგორც უკვე იცით, მთავრობამ ხბოების და ღორების დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. ახალ დოკუმენტში მოცემულია ხბოების და ღორების სადგომის და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ დეტალური მოთხოვნები.

დადგენილების მიხედვით ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები ასეთია:

1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.

2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.

3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.


ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3qa5J8Y

რაც შეეხება ღორებს. დოკუმენტის თანახმად, შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური; ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი; ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ: ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად;

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3TGQhyB
| Print |