სოფლის მეურნეობა
ეთნიკური უმცირესობების იძულებითი არჩევანი სამცხე–ჯავახეთში
სამუშაოს არ ქონა, მძიმე შრომით მოწეული მოსავლის დაბალი ფასი, გაძვირებული სასუქი და საწვავი – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას სეზონურ სამუშაოზე საზღვარგარეთ წასვლას აიძულებს. მამაკაცები ოჯახებს თებერვალში ტოვებენ და სახლში გვიან შემოდგომით ბრუნდებიან. მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი სამუშაო ბაზარი რუსეთია, სადაც ძირითადად რთულ სამუშაოს ასრულებენ, მიღებული შემოსავალი კი წლიდან წლამდე ზამთრის გატანაში ეხმარებათ.

ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მიდის ყოველწლიურად რეგიონიდან რუსეთში სამუშაოდ, არ არსებობს, ადგილობრივების თქმით კი, ასეთი თითქმის ყოველი მეორე ოჯახია. მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სამუშაოს პოვნა გართულდა, მაგრამ ამის მიუხედავად სეზონურ სამუშაოზე წელსაც ბევრია წასული.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წილი 45.5 %–ია. მათი უმეტესობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის, ნაწილი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ადგილობრივებისთვის ორ ათეულ წელზე მეტია ოჯახის რჩენის მთავარი საშუალება სეზონურად საზღვარგარეთ სამუშაოზე წასვლაა, რასაც ჯავახეთში“ხოფანს” ეძახიან. “ხოფანში” ადრეულ გაზაფხულზე მიდიან და გვიან შემოდგომით ბრუნდებიან.

სოფელ ვარევანში ხორბალს იღებენ

კუმურდო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიანი სოფელია. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით 2002 წლის შემდეგ აქ მოსახლეობა თითქმის განახევრდა და ჯამში 1 900–მდე მაცხოვრებელს შეადგენს. ადგილობრივების მთავარი საქმიანობა მესაქონლეობა და მეკარტოფილეობაა, მაგრამ როგორც აქაურები ჰყვებიან, ამით თავის რჩენა თითქმის შეუძლებელია, რის გამოც სხვების მსგავსად, ისინიც რუსეთში სეზონურ სამუშაოზე დადიან.

ჟორჟ საარიანი კუმურდოში დაიბადა და გაიზარდა. სოფელში მცირე მეურნეობა აქვს, რის გამოც თავის რჩენა უჭირს. ამბობს, რომ მიწიდან მიღებული მოსავალი არასტაბილურია, ცხოვრება კი სულ უფრო რთული და გაუსაძლისი ხდება.

,,ყველაფერი გაძვირებულია, რაც მოსავლის მოსაყვანად არის საჭირო - ტექნიკა, სასუქი, მორწყვა, საწვავი, მიღებულ მოსავალს კი ან გაყიდი კარგ ფასად, ან ვერა. ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს, წელს მაგალითად, ყინვამ ყველაფერი გააფუჭა. აბა რის იმედად ვიყოთ?” – დასმულ შეკითხვას თვითონვე პასუხობს ჟორჟი და ამბობს, რომ რუსეთში წასვლა და იქ მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობა აქაურებისთვის ერთადერთი გამოსავალია.

“არავის ეხალისება ოჯახების თვეობით მიტოვება და იქ წასვლა, მაგრამ რა ვქნათ? აქ არაა სამუშაო, სოფელშიც არაა საკმარისი ხელშეწყობა, ახალგაზრდები ვერ ხედავენ პერსპექტივას, რის გამოც აქ ცხოვრება და მუშაობა შეიძლება მოგინდეს. ბევრი კეტავს სახლს და საერთოდ მიდის” – წუხს ჟორჟი და ამატებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მუშახელზე მოთხოვნაც შემცირდა. აქედან წასულებს უჭირთ იქ სამსახურის პოვნა, მაგრამ მაინც მიდიან, რადგან ,,იქ აღებული კაპიკები ურჩევნია ხალხს, აქაურ ფუჭ შრომას”.

სოფელ თორიას ,,ბირჟაზე" ,,ხოფანსა" და იძულებით მიგრაციას განიხილავენ

“სოფელში, არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ერთი კაცი მაინც, არ მუშაობდა რუსეთში, მაგრამ ახლა იქაც ცუდი მდგომარეობაა. სამუშაო აღარ არის, სოფლიდან წასული ხალხი ძლივს -ღა აგზავნის ფულს ოჯახში. ერთი ეგ არის, რომ მშვიდობა გვაქვს, სხვა მხრივ ცხოვრება ძალიან რთულია”
– წუხს ჟორჟი.

რატომ ირჩევს ჯავახეთის სომხური თემი სეზონურ სამუშაოზე წასასვლელად რუსეთს - დასაქმების გარდა აქ მნიშვნელოვან ფაქტორს ენის ცოდნაც თამაშობს. ადგილობრივები ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, თუმცა კარგად საუბრობენ რუსულ ენაზე, რაც ჩრდილოეთში დამსაქმებელთან მათ კომუნიკაციას ამარტივებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ

,,დღესაც ბევრი ადამიანი მიგრირებს მეზობელ ქვეყანაში, რადგან კულტურული თვალსაზრისით ნაცნობი სივრცეა, ენობრივი ბარიერი ნაკლებია, რუსული ბევრად მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე გერმანული ან ფრანგული და ერთ - ერთი მთავარი, რუსეთში მაღალი კვალიფიკაციის მუშახელზე მოთხოვნა არ არის, არც ჩვენი მუშახელია მაღალი კვალიფიკაციის. ამიტომ, აქ ემთხვევა მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს. შესაბამისად, რუსეთში არალეგალურად თავის გატანა და არაკანონიერი შემოსავლის პოვნა, ბევრად მარტივია, ვიდრე ევროპაში“.

სახელმწიფო ენის არცოდნა, მათ ქართულ შრომით ბაზარზე არაკონკურენტუნარიანს ხდის. ენის არცოდნის მიზეზი ბევრია - ენის სწავლების სახელმწიფო პროგრამების ნაკლებ ეფექტურობა, ნაკლები ურთიერთობა ქართულ მოსახლეობასთან, დაუსაქმებლობა და ა.შ. ჯავახეთში ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდებს ქართული ენის სწავლა სურთ, ქართულ უნივერსიტეტში აბარებენ, მაგრამ საქართველოში დასაქმებას მაინც ვერ ახერხებენ. მსგავსი მაგალითები კი დანარჩენ ახალგაზრდებს ენის სწავლის მოტივაციას უკარგავს - მიაჩნიათ ჯავახეთში.

“ახალგაზრდები, იღებენ უმაღლეს განათლებას, მაგრამ მათი საჯარო სექტორში დასაქმების შანსი მინიმალურია. მაგალითად, ვინც მასწავლებლის პროფესია აირჩია, ვერ დასაქმდა. ისე გამოდის, დიპლომიც რომ გქონდეს, სამსახურს მაინც ვერ ნახულობ. სკოლებშიც კი შეუძლებელია “ჩაწყობის” გარეშე ახალგაზრდების დასაქმება, რადგან ხშირ შემთხვევაში სკოლაში არსებულ სისტემას სახელმწიფო წინა საარჩევნოდ თავის საკეთილდღეოდ იყენებს” - ამბობს სოს სარაიანი.

შექმნილი პრობლემების გამო, მოსახლეობის ნაწილი ყველაფრის გაყიდვასა და ქვეყნიდან წასვლაზეც ფიქრობს.

“სჯობს ყველაფერი გაყიდო და სადმე სამუშაოდ წახვიდე, პურის ფულს მაინც იშოვი. მომავალ წელს ვაპირებთ აღარაფერი დავთესოთ, ყველაფერი გავყიდოთ და აქედან წავიდეთ. წავიდეთ ნებისმიერ ადგილას - რუსეთი იქნება ეს , ამერიკა თუ ევროპა - არ აქვს მნიშვნელობა. ომი არავის უნდა, ყველას მშვიდობა უნდა. ჩვენც მშვიდობა გვინდა, მე არ გეხები და შენც ნუ შემეხები. აქ ხალხი შიმშილით კვდება უკვე” – ფიქრობენ კუმურდოში.

ჯავახეთში მკაცრი კლიმატის გამო, ფერმერებს კულტურების მრავალფეროვანი არჩევანი არ აქვთ, ამიტომ მოსახლეობა აქ ძირითადად კარტოფილს თესავს, მისი ფასი კი სხვა კულტურებთან შედარებით ყოველწლიურად არასტაბილურია. აქაურებს ახსოვთ წლებიც, როცა რეალიზაციის პრობლემის გამო კარტოფილის გადაყრა ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში გაყიდვა მოუწიათ. დადებითი მოლოდინები არც წელს აქვთ, რადგან სეზონის დადგომა ახლოვდება, კარტოფილის საბითუმო ფასი კი 50–60 თეთრია, რაც მცირედით აღემატება მის თვითღირებულებას, მოსავლის აღების პერიოდში კი ფასების კიდევ უფრო შემცირებას ელოდებიან.

სოფელ ორჯაში კარტოფილის მოსავალს აკვირდებიან

ჯავახეთში მიგრაციის ზრდას სოფლების ნაწილში შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობაც იწვევს. ერთ-ერთი ასეთი, ახალქალაქიდან 20 კილომეტრით დაშორებული სოფელი ტურცხია, სადაც მოსახლეობას წლებია წყლის პრობლემა აწუხებს. ამის გამო, სხვა სოფლებთან შედარებით ტურცხში გაცილებით მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი. ჯავახეთის ზეგანზე მდებარე სოფელში 200–მდე ოჯახიღა ცხოვრობს მუდმივად.

,,სოფელში ხუთასზე მეტი სახლია და ნახევარზე მეტი დაკეტილია. რა გააჩერებთ აქ, ერთი ტბა გვაქვს სარწყავად და ისიც მაშინ შრება, როცა მორწყვის სეზონი იწყება, არხი გადის ჩვენს სოფელთან ახლოს, მაგრამ ვერ ვიყენებთ, რადგან მილები რამდენიმე კილომეტრზე უნდა გაჭიმო, წყალი რომ ნაკვეთამდე მიიყვანო, ამის საშუალება კი ბევრს არ აქვს” – ამბობს მოვსეს ავეტისიანი.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს - ესაა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები. უფრო ახალი ინფორმაცია არ არსებობს.

2010 წლიდან საქართველოში 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელიც სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ პროგრამით უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წელს 1+4 პროგრამით 247-მა აბიტურიენტმა ისარგებლა, 2021 წელს კი 1332-მა. მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რაოდენობაც.

მოვსესი 40 წლისაა. გამართულად საუბრობს ქართულად და წერა-კითხვაც თავისუფლად შეუძლია. მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ რეგიონში ნორმალურად ცხოვრების პერსპექტივა არაა, რის გამოც ქვეყნიდან წასვლა მანაც გადაწყვიტა.
დაკეტილი სახლები ჯავახეთის სოფლებში

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად, არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამაა. ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში კონსულტანტი და დამხმარე მასწავლებლები არიან მივლინებული. ორივე რაიონში 86 საჯარო სკოლაა.

რეგიონში ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებული პროგრამები რომ გაუმჯობესებას საჭიროებს, ამაზე ხელისუფლებაც საუბრობს. ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ბიუჯეტი გაზრდას რომ საჭიროებს, ამის შესახებ, 6 ივლისს, ახალციხეში ვიზიტისას პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმაც აღნიშნა.

,,ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი ის არის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს, მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ასევე, ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამავე შეხვედრაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს. ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა სამცხე–ჯავახეთი ბოლო პერიოდში – არ არსებობს. არც ის ვიცით, რამდენი ადამიანია წასული სეზონურ სამუშაოზე რუსეთში. მიგრაციის საერთო სტატისტიკა კი, აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ქვეყანას იმაზე მეტი ადამიანი ტოვებს, ვიდრე ბრუნდება.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანა 100 000 –მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (ყველაზე მაღალი 2019 წელს – 105 107 მოქალაქე). საქსტატი ასევე ითვლის ე.წ მიგრაციის სალდოსაც, რაც უდრის ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის შეფარდებას საქართველოდან გასულებთან. მათი მონაცემებით, ბოლო ათწლეულში ერთადერთი წელი, როცა დაბრუნებულების რაოდენობამ წასულებისას გადააჭარბა პანდემიის გამო, 2020 წელი იყო. ქვეყნიდან ყველაზე მაღალი გადინება 2021 წელს ფიქსირდება, როცა წასულების რაოდენობა დაბრუნებულებთან შედარებით 26 000 – ით მეტია. სტატისტიკას სახელმწიფო სასაზღვრო პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოებს, ამიტომ იმის გარკვევა, თუ რომელი რეგიონიდან უფრო მაღალი ან დაბალია მიგრაცია – შეუძლებელია.

ფოტო აღებულია შსს-ს ვებგვერდიდან

რუსეთში სამუშაოდ წასვლის მთავარი მიზანი შემოსავლის შოვნაა, ამაზე მიუთითებს ფულადი გზავნილების სტატისტიკაც, რომელიც ყოველწლიურად მზარდია რუსეთიდან. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით 100,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 2,3–ჯერ მეტია. საერთო ჯამში, წინა წელთან შედარებით 150%–ით არის გაზრდილი რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც, ეკონომისტების შეფასებით, დიდწილად ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შემოდინებამაც განაპირობა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 20 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 13 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8413
EUR
EUR
1
2.8469
RUB
RUB
100
2.8628
TRY
TRY
1
0.0821
USD
USD
1
2.6729
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelatipobetbahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterporn moviecasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet acasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralacasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscomomegle livebahsegelgrandpashabetsahabetbahsegelmobilbahiscasinometropolonwincratosslotsekabetmarsbahisbets10matbetsahabetjojobetpusulabetdeneme bonusu veren sitelersafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişjetbahis girişcasibomMatadorbetBetmatikCasibomvbetsahabetyeni2yeni3+18 filmvbet