სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება. აღნიშნული პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს ემსახურება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი პროექტი არასდროს ყოფილა.აქ საუბარია ყურძნის და ხორბლის ჯიშების არა მოძიებაზე,არამედ რეგიონში სანერგე მეურნეობის გაკეთებაზე და ასევე ჰექტრობით ტერიტორიაზე გაშენებაზე.დაინტერესებულ ფერმერებისთვის გადაცემაზე.

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაზის, ღვინისა და ხორბლის წარმოების დივერსიფიცირებას, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდას და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.
| Print |