სოფლის მეურნეობა
"მოსახლეობას ვურჩევ, რომ დათესოს მარცვლეული" - გურამ ჯინჭველაძე

სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე მოსახლეობას მარცვლეულის დათესვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მარცვლეულის დეფიციტი უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოში და ამიტომ მარცვლეულის დათესვა ორმაგად მომგებიანია მათთვის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო გერმანიაში ორდღიან შეხვედრაზე დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის გლობალურ შედეგებზე იმსჯელეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მიაჩნია, რომ კონფლიქტი გლობალურ სასურსათო კრიზისში გადაიზარდა, რადგან შეჩერებულია გადაზიდვები უკრაინიდან, რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს გახსნას უკრაინის შავი ზღვის პორტები, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური გლობალური კატასტროფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.
| Print |