სოფლის მეურნეობა
ხვნა-თესვას ბევრი შეეშვა - რა პრობლემებზე ჩივიან სამცხე-ჯავახეთში

ტექნიკის სიმწირე, გაძვირებული სათესლე მასალები, მუშახელის დეფიციტი, ფინანსების ხელმისაწვდომობა - ფერმერები გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩივიან. ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა სოფლად მცხოვრები ადამიანების ავტომატურად დასაქმებულ პირთა სიაში მოხვედრაა, რის გამოც მათ სამეურნეო საქმიანობის წარმართვა უჭირთ. ამბობს, რომ წელს სიმინდი ნიადაგის შეცვლის გამო დათესა, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანაში, სოფლის მეურნეობა განვითარდეს, სხვა პირობებია საჭირო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტად, წელს საქართველოში, სიმინდის ფქვილი გაძვირდა 76.1%-ით. 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი საქართველოში 0.5%-ი ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.
| Print |