სოფლის მეურნეობა
რამდენი ლარით გაიზრდება პენსია და რა თანხა დაიხარჯება სოფლის მეურნეობაში
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან:

• პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი;

• ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე;

• დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი;

• საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი;

• მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.


გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით, იქნება 438 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;

• 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით, იქნება 354 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;

• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;

• სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, მათ შორის:


სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარამდე
, აქედან:

შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებაზე მიიმართება 200,0 მლნ ლარი;

სამელიორაციო სისტემებზე 95 მილიონი ლარი;

გრძელვადიანი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე - 35 მილიონი ლარი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე - 25 მლნ ლარი;
აგროდაზღვევაზე - 12 მილიონი ლარი;

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი;

რთველის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი;

სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება - 40 მლნ ლარამდე;


მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 310 მილიონი ლარი,
აქედან:

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - 205 მილიონი ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 55 მილიონი ლარი;

ინოვაციების ხელშეწყობა - 20 მილიონი ლარი;

ტურიზმის ხელშეწყობა - 30 მილიონი ლარი.
| Print |