სოფლის მეურნეობა
კომპლექსური საკითხების ერთბაშად დალაგება გვიწევს - ფერმერთა ასოციაცია

ფერმერთა საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთობამ“ საერთო კრება გამართა, სადაც გამგეობის წევრებია აირჩია და მომავალ სამუშაო გეგმაზე იმსჯელა. მესხი ფერმერებისთვის მთავარი პრობლემა არასტაბილური ბაზარია. მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მეკარტოფილეობა კარგად არ არის განვითარებული, რის გამოც ადგილობრივები ამ დარგთან ერთად მესაქონლებასაც ეწევიან. კომპლექსური საკითხების მოგვარებას გაძვირებული საწვავი, სასუქები, მცირემიწიანობა, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემები აფერხებს.

ფერმერთა საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთობა“ 140-მდე ფერმერს აერთიანებს, რაც შესაძლებლობას იძლევა წევრებმა ერთმანეთის ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ და შექმნილი ვითარების გაუმჯობესებაზე იმსჯელონ.
| Print |