სოფლის მეურნეობა
კამპანია "პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება" დაიწყო

კარტოფილის მწარმოებელმა ფერმერებმა ქართულ-ფრანგული პროექტის ფარგლებში კამპანია "პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება" დაიწყეს. კამპანიის მიზანია ფერმერებში ცნობიერების ამაღლება, თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდებისა და შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება.

კამპანიიის ფარგლებში პირველ ეტაპზე სამცხე ჯავახეთის ხუთ სოფელში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, ხოლო 19 მაისიდან სოფლებში ურნების განთავსება დაიწყო. კამპანიას საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი " კავკასიის" ახალციხის ოფისი, სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია "ერთობასთან" ერთად ახორციელებს.
| Print |