ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავალი აიღეს.
ფრანგული ლოანა, დეიზი და დანიური ჯიშის სიმეგა სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ და შპს „აგრო არტ“–მა ერთობლივი ძალებით დათესეს. მხარეების მიზანია სხვადასხვა ჯიშის ხარისხიანი სათესლე მასალის ქართულ ბაზარზე შემოტანა, რომელიც მოსავლიანობით ფერმერებს მოგებას მოუტანს.
ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთის ერთ–ერთი მფლობელი ალბერტ ჯვარიძეა. ფერმერმა 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან 30 ტონამდე კარტოფილი მიიღო, იგი სამომავლოდ სასოფლო სამეურნეო სავარგულის 3 ჰექტრამდე გაფართოებას აპირებს.
ავტორი: ნანა ინასარიძე