ახალციხეში, სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაში, სასწავლო ცენტრი და აგროჰაბი ოფიციალურად გაიხსნა. პეტრე იბერის 17ა-ში მდებარე ცენტრი საჯარო მოხელეების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი, აქვეა აგროჰაბი ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია.
პროექტი იაპონიის საელჩომ, გრასრუტების პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. გახსნის ცერემონიალს იაპონიის ელჩი დაესწრო. შენობის დათვალიერების შემდეგ, ცენტრის დირექტორმა, იაპონიის ელჩმა და ახალციხის მერმა სიტყვით მიმართეს სტუმრებს.
ღონისძიების ბოლოს, სასწავლო ცენტრის ეზოში იაპონური ნეკერჩხალი და საკურა დარგეს.
მომავალ წელს ცენტრი გეგმავს კომპლექსის გახსნას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს, არამედ მსურველებს ქვეყნის მასშტაბით.