როგორია პირუტყვის ვაქცინაციის შედეგები სამცხე-ჯავახეთში
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 და ბრუცელოზის ხუთი დადასტურებული შემთხვევა ადამიანებში - ასეთია საქონლის ზოონოზური, საშიში დაავადების მაჩვენებელი 2024 წელს რეგიონში, სადაც წამყვანი დარგი მეცხოველეობაა.
ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში პირუტყვის ვაქცინაცია ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთში ყოველწლიურად ათობით ათასი აცრილი ცხოველის მიუხედავად, საქონლის დაავადებები უდასტურდება არა მარტო პირუტყვს, არამედ ადამიანებსაც.
ფერმერები ზოგიერთ დაავადებას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ პირუტყვს სურსათის ეროვნული სააგენტო ცრის.
• ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 18 888 სული მსხვილფეხა და 9766 სული წვრილფეხა პირუტყვი, რევაქცინირებულია 962 სული მსხვილფეხა პირუტყვი;
გამოკვლეულია 2413 მსხვილფეხა და 464 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი.
დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 163 სული მსხვილფეხა და 18 სული წვრილფეხა პირუტყვი;
2023 წელი
• ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 20 დასახლებულ პუნქტში 6733 სული მსხვილფეხა პირუტყვი დამუშავდა;
• წლის პირველ ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 210 933 სული მსხვილფეხა და 103 285 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 60 532 სული მსხვილფეხა და 14 024 სული წვრილფეხა პირუტყვი;
• წლის მეორე ნახევარში თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 35 897 სული მსხვილფეხა და 189 523 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 1185 სული მსხვილფეხა და 680 სული წვრილფეხა პირუტყვი.
2024 წელი
• ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 9700 სული მსხვილფეხა პირუტყვი. გამოკვლეულია 1090 მსხვილფეხა და 180 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი. დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 55 სული მსხვილფეხა და 37 სული წვრილფეხა პირუტყვი;
• ყირიმ-კონგოს დაავადების კერებში, 11 დასახლებულ პუნქტში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დამუშავდა 4450 სული მსხვილფეხა პირუტყვი;
• თურქულის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სეროტიპზე ვაქცინირებულია 118 062 სული მსხვილფეხა და 97 900 სული წვრილფეხა პირუტყვი; რევაქცინირებულია 12 900 სული მსხვილფეხა და 2000 სული წვრილფეხა პირუტყვი.