სოფლის მეურნეობა
საქონლის დაავადებებით ადამიანები ინფიცირდებიან - რას ვერ აკეთებს სწორად სახელმწიფო და ფერმერი

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 და ბრუცელოზის ხუთი დადასტურებული შემთხვევა ადამიანებში - ასეთია საქონლის ზოონოზური, საშიში დაავადების მაჩვენებელი 2024 წელს რეგიონში, სადაც წამყვანი დარგი მეცხოველეობაა.

მიუხედავად იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთში ყოველწლიურად ათობით ათასი ცხოველი იცრება, საქონლის დაავადებები უდასტურდება არა მარტო პირუტყვს, არამედ ადამიანებსაც.

ფერმერები ამბობენ, რომ ზოგ დაავადებას საკუთარი ძალებით უმკლავდებიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ პირუტყვს სურსათის ეროვნული სააგენტო ცრის.
| Print |