კაველიძეების ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა საუკუნეზე მეტს ითვლის. პარმენ კაველიძის პაპისთვის მეუღლის ოჯახს ორი ძირი სკა უჩუქებია. მას შემდეგ სოფელ ფიაში მეფუტკრეობა ტრადიციულ მეურნეობად იქცა. დღეისათვის 60 ძირ ფუტკარს 83 წლის პარმენ კაველიძე შვილთან და შვილიშვილებთან ერთად უვლის.