2017 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღარ განხორციელდება
17:23 / 17.02.2017
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წლიდან აღარ განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში პრიორიტეტული საკითხების არჩევა ადგილობრივების გადაწყვეტილებით ხდებოდა. ახალციხის სოფლებში ხელისუფლების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. მათი აზრით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოსახლეობის პრობლემების მხოლოდ ნაწილი მოგვარდა, თუმცა ამით გადასაჭრელი საკითხების სია არ ამოწურულა.