სოფლის მეურნეობა
გიორგი ნათენაძემ მესხური ღვინო ლონდონში, საერთაშორისო გამოფენაზე მესამედ წარადგინა
მესხმა მეღვინემ გიორგი ნათენაძემ საკუთარი წარმოების ღვინოები საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ახალგაზრდა მეღვინე „RAW London-ზე უკვე მესამედ მონაწილეობს. ამბობს, რომ ქართული ღვინოს ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.

მესხური და ზოგადად ქართული ღვინოები წლების წინ ზოგისთვის აღმოჩენა იყო, მაგრამ ახლა ქართული ღვინის გასასინჯად სპეციალურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მათგანი ცალსახად აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს. გასულ წელს აღნიშნულ გამოფენაზე ორი იმპორტიორი შევიძინე (დანია, შვეიცარია). გუშინ მომწერეს დანიიდან, რომ ჩემი ღვინო მიშლენის კლასის საუკეთესო რესტორნების ქსელში მოხვდა და მთლაინი პარტია შეიძინეს. წელს სავარაუდოდ ახალ იმპორტიორებს შევიძენთ კალიფორნიიდან და ნიუ-იორკიდან“ - აღნიშნა გიორგი ნათენაძემ.

ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა “RAW London” (The Artisan Wine Fair London), დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, 12-13 მარტს ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ქვევრის ღვინის მწარმოებელმა 6 კომპანიამ მიიღო. ესენია: “გოცას მარანი”, “ნათენაძის ღვინის მარანი“, „ფაფრის ველი“, „ნაოტარი“, „ტიბაანი“ და „გაიოზ სოფრომაძის მარანი“.

გამოფენას ორგანიზება მსოფლიოში ცნობილმა ღვინის ექსპერტმა, საერთაშორისო ღვინის მაგისტრმა იზაბელ ლეჟერონიმ გაუწია.

სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ფოტოები:

| Print |