სოფლის მეურნეობა
ახალციხეში მეფუტკრეები გადამზადებას გადიან (R)
ახალციხეში მეფუტკრეები გადამზადებას გადიან. ტრენინგებს, ეტაპობრივად,  მაღალი დონის ექვსი სპეციალისტი ატარებს. კოოპერატივებში გაწევრიანებული მეფუტკრეებისთვის თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობაზე გათვლილი ციკლი სამი ტრენინგ–მოდულის განხორციელებას მოიცავს. 68 დღიან ტრენიგ–კურსში თეორიული და პრაქტიკული სწავლება შედის.

ტრენინგებს სამცხე–ჯავახეთიდან მოწვეული ფერმერები ესწრებიან. კოოპერატივებში გაწევრიანებული მეფუტკრეები დარგის შესახებ სიახლეებს ეცნობიან და ფუტკრის მკურნალობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ.

კავშირ "სამყაროსა" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ინიციატივით, გადამზადებული მეფუტკრეები, ტრენინგის ბოლოს ტესტირებას გაივლიან. საუკეთესო შედეგის მიხედვით შერჩეული ფერმერები ტრენინგებს სხვა მეფუტკრეებს ჩაუტარებენ.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და UშAID - ის პროგრამის "ზრდა"–ს დაფინანსებით ხორციელდება. ახალციხეში პარტნიორობას კავშირი "სამყარო" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველო უწევენ. პროექტი საპილოტეა და საქართელოს სამ რეგიონს სამეგრელოს, რაჭასა და სამცხე–ჯავახეთს მოიცავს.

| Print |