სვირის, ბოგისა და კლდის
გარდა, 27 მაისის სტიქიამ სოფელი ტატანისიც დააზარალა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილი და ნათესები. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
"მე–9 არხთან" საუბრისას, გამგებლის წარმომადგენელმა სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნა, რომ სეტყვამ მხოლოდ სვირი და ბოგა დააზარალა. ბორის შუბითიძის თქმით, ტატანისიში სეტყვა უმნიშვნელო რაოდენობით იყო, ამიტომ ადგილობრივების ნათესები არ გაფუჭებულა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კლდის დასეტყვასაც უარყოფენ. სოფლის მაცხოვრებლები დასეტყვილი ნათესების ფოტოებს ავრცელებენ.
დასეტყვილ სოფლებში ვითარებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს.
ძლიერი სეტყვა ახალციხეში 27 მაისს, საღამოს დაიწყო და დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.
სოფელ ტატანისში, დასეტყვილი ნაკვეთის ფოტოები, ადგილობრივმა დავით სამსონიძემ მოგვაწოდა.