სოფლის მეურნეობა
ეკონომიკური განვითარების 5-წლიანი პროგრამის შედეგები სამცხე–ჯავახეთში
ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში რეგიონების ეკონომიკური განვითარების 5-წლიანი პროგრამა დასრულდა. შედეგები დაინტერესებულ მხარეებს დღეს RED-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.

პროგრამამ მეკარტოფილეობასა და მესაქონლეობაში ჩართულ ფერმერებსა და საწარმოებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია. ყველა ღონისძიება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა.

პროგრამის შედეგების პრეზენტაციისას, ყურადღება გამახვილდა ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გაცნობაზე. ,,რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელმა შალვა ფიფიამ აღნიშნულ კონტექსტში რეგიონული მაუწყებლების - ,,მეცხრე არხისა“ და ,,ქვემო ქართლის ტელეკომპანიის “ წარმოებულ ტელეპროდუქციაზე ისაუბრა.

| Print |