სოფლის მეურნეობა
სოფელ კლდეში პირუტყვის დაავადება პიროპლაზმოზს ებრძვიან
სოფელ კლდეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება გავრცელდა. პიროპლაზმოზს, იგივე "ტკიპურას" ათამდე ოჯახი მკურნალობს. ადგილობრივების თქმით, სოფელში სანამ დაავადების გადადება არ დაიწყო, პრევენციული ღონისძიებები არ ჩატარებულა. ამბობენ, რომ ვაქცინაციას მხოლოდ მსხვილი ფერმერები ახდენენ, შესაბამისად დაავადებების გავრცელების რისკი დიდია.


| Print |