სოფლის მეურნეობა
ახალციხეში, საკვებწარმოებაში, მეკარტოფილეობასა და მცენარეთა დაცვაში ტრენენგთა ტრენინგები იწყება
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული „სასოფლო სამეურნეო ექსტენციის ხელშეწყობის პროექტი სამცხე-ჯავახეთში“, გთავაზობთ ტრენერთა ტრენინგების ციკლს საკვებწარმოებაში, მეკარტოფილეობასა და მცენარეთა დაცვაში.

ტრენინგების მიზანია გადაამზადოს პრაქტიკოსი ფერმერები და სოფლის მეურნეობაში ჩართული სხვა დაიტერესებული პირები აღნიშნული სფეროს კონსულტანტებად, რათა მათ შეძლონ ცოდნის გაზიარება სხვა ფერმერებისათვის.

ტრენინგში მონაწილეებს გადაეცემათ კონსულტანტის სერტიფიკატები შესაბამის მიმართულებაში.

პროექტს ახორციელებს კავშირი „სამყარო“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ტრენერთა ტრენინგები დაიწყება ივლისის ბოლოს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დაინტერსებებულმა პირებმა და ბიზნესოპერატორებმა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით.

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ 13 ივლისის ჩათვლით, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის #65, ან დარეგისტრირდნენ ვებ–გვერდზე: agrosa.ge


| Print |
თეგები: რეკლამა /