სოფლის მეურნეობა
პირველი იანვრიდან არაიდენტიფიცირებულ პირუტყვს სასაკლაოები აღარ ჩაიბარებენ
სამცხე–ჯავახეთში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ახალი რეგულაციის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან, იმ ფერმერებს ვისაც იდენტიფიცირებული საქონელი არ ეყოლებათ, მათ სასაკლაოს მფლობელები ვეღარ მოემსახურებიან.
მომავალი წლიდან ფერმერი ვალდებული იქნება, სასაკლაოზე დასაკლავად საყურე ნიშნით იდენტიფიცირებული ცხოველი მიიყვანოს.
საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებული უნდა იყოს რვა ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი, რადგან საყურე ნიშანი ინახავს ინფორმაციას საქონლისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ.
იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს საყურე ნიშანი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით,
სამცხე–ჯავახეთის ფერმერებთან, 8 აგვისტოს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა მონაწილეებს პირუტყვის რეგისტრაცია იდენტიფიკაციის ახალი სისტემის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

FAO–ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტისალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით,
,,ახალი რეგულაცია ცხოველთამიკვლევადობისა და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას ხელს შეუწყობს".

სამცხე–ჯავახეთის გარდა, საინფორმაციო შეხვედრები იმართება, კახეთის , ქართლის , იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში.
პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი.


| Print |