სოფლის მეურნეობა
სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირება სოფლის განვითარებისათვის
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადება დაიწყო.


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიას სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან, სამოქალაქო ორგანიზაციების 30–მდე წარმომადგენელი ესწრება.

ტრენერებმა სფეროში არსებულ ხარვეზებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე და წარმატებული ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეები, ორი დღუის მანძილზე, სოფლის განვითარების ეროვნული პოლიტიკის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

პროექტი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ორგანიზებით ხორციელდება. იგი ყველა რეგიონში სამოქალაქო სექტორის 300–მდე წარმომადგენლის გადამზადებას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელსეწყობის შემდეგ, პროექტი სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას შეეცდება.

| Print |